მაია მასწავლებლის ბლოგი
Monday, July 17, 2017
პროექტის დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს.შევისწავლეთ,თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი.შევქმენით ბროშურის ნიმუში,გავეცანით პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს,შეფასების სტრატეგიებს,შევქმენით დროში გაწერილი სქემა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
ვისწავლეთ,როგორ მოვახერხოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია,შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,განვიხილეთ საავტორო უფლებები.
ვისაუბრეთ web2 ტექნოლოგიებზე.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,გავეცანით შეფასების რუბრიკებს და სტრატეგიებს.ვისწავლეთ სქემის სასურველი თემისთვის მორგების სტრადეგია.
ბოლო დღეს ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე .
ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი.მასში მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას და განხორციელებისას.
Friday, July 14, 2017
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების რუბრიკები , მოვარგეთ ჩვენი პროექტის თემას და გადავიტანეთ საქაღალდეში. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, ავტვირთეთ მოსწავლის თვალით დანახული ნამუშევარი ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ.
Wednesday, July 12, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღეს შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე,ვისაუბრეთ ფონის, ზომების ცვლილების გზებზე.განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის პრინციპები,განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები, ვისწავლეთ და შევქმენით გაჯეტები.
Tuesday, July 11, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
მეექვსე დღეს ტრენინგზე განვიხილეთ ვებ-2ის ტექნოლოგიების ინსტრუმენტები; თარგმნის პროგრამ
იდან გადავედით დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა-გაზიარებაზე,კვლევითი ფორმების შექმნაზე,ვიდეოების გადმოწერაზე ინტერნეტიდან, ასევე კალენდრის გამოყენებაზე და ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენებაზე ბლოგზე.
იდან გადავედით დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა-გაზიარებაზე,კვლევითი ფორმების შექმნაზე,ვიდეოების გადმოწერაზე ინტერნეტიდან, ასევე კალენდრის გამოყენებაზე და ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენებაზე ბლოგზე.
Subscribe to:
Posts (Atom)