Monday, July 17, 2017

ინტელის პროექტი

,,რიჩარდ ბახი,,თოლია სახელად ჯონათან ლივინგსტონი"
  პროექტის დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს.შევისწავლეთ,თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი.შევქმენით ბროშურის ნიმუში,გავეცანით პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს,შეფასების სტრატეგიებს,შევქმენით დროში გაწერილი სქემა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
      ვისწავლეთ,როგორ მოვახერხოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია,შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,განვიხილეთ საავტორო უფლებები.
ვისაუბრეთ web2 ტექნოლოგიებზე.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,გავეცანით შეფასების რუბრიკებს და სტრატეგიებს.ვისწავლეთ სქემის სასურველი თემისთვის მორგების სტრადეგია.
     ბოლო დღეს ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე .
ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი.მასში მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას და განხორციელებისას.

Friday, July 14, 2017

მერვე დღის რეფლექსია

      ტრენინგზე   განვიხილეთ შეფასების რუბრიკები , მოვარგეთ ჩვენი პროექტის თემას და გადავიტანეთ საქაღალდეში.  ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, ავტვირთეთ მოსწავლის თვალით დანახული ნამუშევარი ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Wednesday, July 12, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე,ვისაუბრეთ ფონის, ზომების ცვლილების გზებზე.განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის პრინციპები,განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები, ვისწავლეთ და შევქმენით გაჯეტები.  

Tuesday, July 11, 2017

პროექტის პრეზენტაცია

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს ტრენინგზე განვიხილეთ ვებ-2ის ტექნოლოგიების ინსტრუმენტები; თარგმნის პროგრამ
იდან გადავედით დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა-გაზიარებაზე,კვლევითი ფორმების შექმნაზე,ვიდეოების გადმოწერაზე  ინტერნეტიდან, ასევე კალენდრის  გამოყენებაზე და ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენებაზე ბლოგზე.

Wednesday, July 5, 2017

მეხუთე დღის შეფასება

ტრენინგზე  შევამოწმეთ პრეზენტაციები, შევქმენით საჭიროების შეფასების ფორმები,ვისაუბრეთ უფლებებისა და ეთიკური ნორმების დაცვაზე, წყაროს ციტირებაზე და განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი  შაბლონი,განვიხილეთ საძიებო სისტემები, ვისაუბრეთ წყაროს სანდოობაზე,ჩანიშვნებზე, ვისაუბრეთ საძიებო რესურსებზე.ასევე ვისაუბრეთ მსოფლიო ინტერნეტკავშირზე.განვიხილეთ რუკები.