Monday, July 17, 2017
პროექტის დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს.შევისწავლეთ,თუ როგორ დავგეგმოთ პროექტი.შევქმენით ბროშურის ნიმუში,გავეცანით პროექტის მახასიათებელ ჩეკლისტს,შეფასების სტრატეგიებს,შევქმენით დროში გაწერილი სქემა და შევიტანეთ გეგმის შაბლონში.
ვისწავლეთ,როგორ მოვახერხოთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.შევქმენით სასწავლო პროექტის პრეზენტაცია,შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,განვიხილეთ საავტორო უფლებები.
ვისაუბრეთ web2 ტექნოლოგიებზე.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,გავეცანით შეფასების რუბრიკებს და სტრატეგიებს.ვისწავლეთ სქემის სასურველი თემისთვის მორგების სტრადეგია.
ბოლო დღეს ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე .
ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი.მასში მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას და განხორციელებისას.
Friday, July 14, 2017
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების რუბრიკები , მოვარგეთ ჩვენი პროექტის თემას და გადავიტანეთ საქაღალდეში. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, ავტვირთეთ მოსწავლის თვალით დანახული ნამუშევარი ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ.
Wednesday, July 12, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღეს შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე,ვისაუბრეთ ფონის, ზომების ცვლილების გზებზე.განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის პრინციპები,განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები, ვისწავლეთ და შევქმენით გაჯეტები.
Tuesday, July 11, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
მეექვსე დღეს ტრენინგზე განვიხილეთ ვებ-2ის ტექნოლოგიების ინსტრუმენტები; თარგმნის პროგრამ
იდან გადავედით დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა-გაზიარებაზე,კვლევითი ფორმების შექმნაზე,ვიდეოების გადმოწერაზე ინტერნეტიდან, ასევე კალენდრის გამოყენებაზე და ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენებაზე ბლოგზე.
იდან გადავედით დისკში ახალი დოკუმენტის შექმნა-გაზიარებაზე,კვლევითი ფორმების შექმნაზე,ვიდეოების გადმოწერაზე ინტერნეტიდან, ასევე კალენდრის გამოყენებაზე და ჩვენ მიერ შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენებაზე ბლოგზე.
Wednesday, July 5, 2017
მეხუთე დღის შეფასება
ტრენინგზე შევამოწმეთ პრეზენტაციები, შევქმენით საჭიროების შეფასების ფორმები,ვისაუბრეთ უფლებებისა და ეთიკური ნორმების დაცვაზე, წყაროს ციტირებაზე და განვიხილეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი,განვიხილეთ საძიებო სისტემები, ვისაუბრეთ წყაროს სანდოობაზე,ჩანიშვნებზე, ვისაუბრეთ საძიებო რესურსებზე.ასევე ვისაუბრეთ მსოფლიო ინტერნეტკავშირზე.განვიხილეთ რუკები.
Friday, June 30, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. სტრატეგიებიდან გამომდინარე შევიმუშავეთ შეფასების გეგმა და შევიტანეთ პროექტის გეგმაში
Wednesday, June 28, 2017
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგი იყო საინტერესო. ვნახეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები , განახლებული ბლუმის ტაქსონომია,შევარჩიეთ სტანდარტები,ჩამოვაყალიბეთ მიზნები და დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება. ვიმუშავეთ ბუკლეტზე.
Sunday, June 25, 2017
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი. გავეცანით და შევისწავლეთ სილაბუსები,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,შევქმენით პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე,გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს,ასევე გავეცანჲთ სხვათა მიერ შესრულებულ შაბლონებს. ყველაზე საინტერესო იყო მზა პროექტების ნახვა, მოვიფიქრეთ პროექტის სათაური, შევისწავლეთ როგორ დავამზადოთ ბუკლეტი, გავიმეორეთ მასალის განთავსება დრაივზე. ამ ტრენინგის საშუალებით მივხვდი,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებლი სწავლა-სწავლების მოდელია,რომელიც მოსწავლეს აძლევს საშუალებას შეიძინოს სიღრმისეული ცოდნა.
Friday, March 31, 2017
აკაკი წერეთლის ,,მესარკე”(ლიტერატურული ზღაპარი)
,
გაკვეთილის მთავარი თემა
|
აკაკი წერეთლის ,,მესარკე”(ლიტერატურული ზღაპარი)
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური, მე-5კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე,
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
უნდა ვუთხრათ თუ არა ადამიანებს სიმართლე, უნდა ჰყავდეს თუ არა სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული, რადგან სიმართლის მთქმელს უამრავი მომდურავი ჰყავს
|
,,ალავერდი”
პროექტის სახელწოდება
|
,,ალავერდი”
|
პროექტის მთავარი იდეა
|
ალავერდის ტაძრის მონახულება და ამ ტაძრის სიდიადის გაზიარება
|
პროექტის აქტუალობა
|
პროექტი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეები არ იცნობენ ჩვენი ქვეყნის ტაძრებს,კერძოდ, ალავერდს. საკუთარი თვალით ხილვის შემდეგ უკეთ გაიაზრებენ და შეისწავლიან ნაწარმოების ეპიზოდს-კირილე მღვდლის სიზმარს (აკაკი წერეთლის ,,ბაში-აჩუკი”).
|
პროექტის მიზნები
|
მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება,ისტორიული ტაძრის საკუთარი თვალით ხილვა, ნანახისა და შთაბეჭდილებით აღძრული ემოციის საფუძველზე, პატრიოტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება საკუთარი სამშობლოს მიმართ, პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა აუდიტორიის წინაშე |
Subscribe to:
Posts (Atom)