Friday, March 31, 2017

აკაკი წერეთლის ,,მესარკე”(ლიტერატურული ზღაპარი)

,


გაკვეთილის მთავარი თემა
აკაკი წერეთლის ,,მესარკე”(ლიტერატურული ზღაპარი)
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური, მე-5კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე,
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
უნდა ვუთხრათ თუ არა ადამიანებს სიმართლე, უნდა ჰყავდეს თუ არა სიმართლის მთქმელს  ცხენი შეკაზმული, რადგან სიმართლის მთქმელს უამრავი მომდურავი ჰყავს
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზნები;  ლიტერატურული  ტექსტის კითხვა და ანალიზი;
ლიტერატურულ ჟანრებზე (ზღაპარი) დაკვირვება;
საკუთარი აზრის გამოხატვა და დასაბუთება;
ლიტერატურული პერსონაჟების მარტივად დახასიათება;
ლექსიკური მარაგის გამდიდრება
შედეგები;
V.6. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღლა კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები.
V.7.მოსწავლე გამოყოფს და ასახელებს ტექსტის მთავარ საკითხებს,აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს,მოვლენებს,მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები,განარჩევს ფაქტს თვალსაზრისისაგან, ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.
V.8. მოსწავლე გააზრებულად აკავშირებს სათაურს ტექსტთან, განარჩევს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს, ,აფასებს მათ საქციელს, ყოფს ტექსტს შინაარსობრივ ნაწილებად, საკუთარი სიტყვებით  გადმოცემს შინაარსს.
V.9.მოსწავლე ასახელებს ნაწარმოების თემას, ავლებს პარალელებს მსგავს ნაწარმოებებთან,გამოხატავს საკუთარ პოზიციას.
V.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა.
წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რა არის ზღაპარი, რამდენგვარი ზღაპარი არსებობს, რა ნიშნით ხასიათდება იგი, რა მსგავსება და განსხვავებაა ხალხურსა და ლიტერატურულ ზღაპარს შორის, იხსენებენ მათთვის ცნობილ მეზღაპრეებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, ფურცლები, პროექტორი,ფლიფჩარტი,
გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი
      საორგანიზაციო საკითხები - 2წთ
     A ფაზა (გამოწვევა) -12წთ
აქტივობა 1 - მზადება კითხვისათვის,სტუმრად ზღაპრების სამყაროში
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,გაიხსენონ,რა ზღაპრები წაუკითხავთ, რომელი მათგანი დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად,რომელია მათთვის ყველაზე საყვარელი, რომელი ზღაპრული პერსონაჟი მოსწონთ და რატომ?
აანალიზებენ ,რა ნიშნებით ხასიათდება ზღაპარი( მასში მოთხრობილია დაუჯერებელი ამბავი, ბოლო კეთილი აქვს). რა მსგავსება და განსხვავებაა ხალხურსა და ლიტერატურულ ზღაპარს შორის.
მოსწავლეები მსჯელობენ და გამოთქვამენ საკუთარ აზრებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს,რომ პირველი ჩანაწერი ქართული ზღაპრისა გაჩნდა მეშვიდე საუკუნეში, მეცხრამეტე საუკუნიდან კი  ზღაპრების ჩაწერა სისტემატიურად ხდება.იხსენებენ მათთვის ცნობილ მეზღაპრეებს (ა.წერეთელი,ო.იოსელიანი,გ. პეტრიაშვილი,ლინდგრენი,შ. პერო, ძმები გრიმები…)
     B ფაზა (შინაარსის გამთლიანება) -(25 წთ)
აქტივობა 1 -(15წთ)  მასწავლებელი იწყებს კითხვას,აგრძელებენ მოსწავლეები. წარიმართება გამოკრებითი კითხვა.აიხსნება უცნობი სიტყვები  და გამოთქმები ,გამოიყენებენ ,,სიტყვის სალაროს”.

აქტივობა 2 -წაკითხულის შეფასება (10წთ)
მასწავლებელი სვამს კითხვებს. რა არის ნაწარმოების თემა? (ულამაზო ქალების საჩივარი) . დედააზრი?(სიმართლე არავის არ მოსწონს,არავის არ სიამოვნებს საკუთარ ნაკლზე  მითითება,მწერალი ,მესარკის მსგავსად,სიმართლეს ემსახურება). რის თქმა სურს მწერალს?(ადამიანის ნაკლის შემჩნევა  და აღიარება მხოლოდ კეთილშობილური მიზნითაა გამართლებული და არა დასაცინად,ეს კი გმირობის ტოლფასია .მეფის გონიერება  და სამართლიანობა რომ არა ,მესარკეს შეიძლება დიდი უსიამოვნება შეხვედროდა).
თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა, პირში გეთქვათ თქვენი ახლობლისათვის სიმართლე? რა შედეგი მოჰყოლია?
რამდენად საწყენია სიმართლე ახლობლისათვის?
მოსწავლეები მსჯელობენ და ასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს.
  C ფაზა (გამთლიანება) -6(წთ)
აქტივობა 1- შეჯამება (1-2წთ)
მოსწავლეები ისაუბრებენ მწერლისა და მესარკის პროფესიების მსგავსებაზე, რომ ორივე არსებული სინამდვილის ასახვას ემსახურება, აღმოაჩენს მანკიერ მხარეებს, რათა შევძლოთ მისი შეცვლა უკეთესობისაკენ.
აქტივობა 2 -შეფასება(2-3წთ)
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი  კლასთან ერთად კომენტარებით აფასებს რამდენიმე მოსწავლეს.
აქტივობა 3- საშინაო დავალება (1-2წთ)
გააგრძელონ მოთხრობა-მეფეს რომ მცდარი განაჩენი გამოეტანა, როგორ მოიქცეოდა მესარკე,როგორი იქნებოდა მისი შემდგომი ცხოვრება,რა თავგადასავალს მოიგონებენ მისთვის მოსწავლეები.




1 comment:

  1. Vimeo.com | Vimeo
    Vimeo.com youtube to mp3 ringtone | Vimeo Videos and Highlights from Vimeo, the home for Vimeo.com. The largest and most viewed network for music, films, TV, and more.

    ReplyDelete