Friday, March 31, 2017

,,ალავერდი”



პროექტის სახელწოდება
,,ალავერდი”
პროექტის მთავარი იდეა
ალავერდის ტაძრის მონახულება და ამ ტაძრის  სიდიადის გაზიარება
პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეები არ იცნობენ ჩვენი ქვეყნის ტაძრებს,კერძოდ, ალავერდს. საკუთარი თვალით ხილვის შემდეგ უკეთ გაიაზრებენ და შეისწავლიან  ნაწარმოების ეპიზოდს-კირილე მღვდლის სიზმარს  (აკაკი წერეთლის ,,ბაში-აჩუკი”).
პროექტის მიზნები
მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება,ისტორიული ტაძრის საკუთარი თვალით ხილვა, ნანახისა და შთაბეჭდილებით აღძრული ემოციის საფუძველზე, პატრიოტული დამოკიდებულების  ჩამოყალიბება  საკუთარი სამშობლოს მიმართ, პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა აუდიტორიის წინაშე
მონაწილეთა  ასაკი
14-15წელი
ვადები/ხანგრძლივობა
15დღე.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
ისწავლიან ისტორიული ძეგლებისა და ეროვნული სიწმინდეების პატივისცემას, მოამზადებენ მასალებს და შექმნიან ალბომს სახელწოდებით,,ალავერდი “,მოაწყობენ სასწავლო პროექტის აქტივობათა ამსახველ სლაიდ შოუს მშობლების თანდასწრებით.მშობელთა ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვნად აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციასა და ინტერესს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
მშობლები,მიკროავტობუსი,გიდი,
ფოტოაპარატი, ვიდეოგადამღები,კომპიუტერი,მონაწილის დღიური, სურსათი
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
აქტ.1.მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა.
აქტ.2.მოსწავლეების მიერ ამ თემასთან  დაკავშირებული ინფორმაციის  მოძიება და მოტანა
აქტ.3. ორგანიზაციული საკითხები; ჯგუფების შექმნა, ფუნქციების განაწილება,კონკრეტული დავალებების მიცემა
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორიასთან, ისტ-თან
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
მაია ჭოლაძე
ხელმძღვანელი ელ.ფოსტა
maia.choladze24@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
maiacholadze24.blogspot.com

No comments:

Post a Comment